წესები და პირობები
მოვაჭრის ვალდებულებები:
• მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი პროდუქტი.
• პროდუქტი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის პროდუქტად მიიჩნევა, თუ იგი შეესაბამება მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ აღწერას და მას აქვს იგივე თვისებები, რომლებიც მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის წარდგენილ პროდუქტის ნიმუშს ჰქონდა.
• მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული აღწერის არარსებობის შემთხვევაში პროდუქტი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი გამოსადეგია იმ მიზნისთვის, რომლის თაობაზედაც მომხმარებელმა მოვაჭრეს ხელშეკრულების დადების დროს აცნობა და რომელსაც მოვაჭრე დაეთანხმა.
მომხმარებლის უფლებები (კანონისმიერი გარანტია)
• თუ პროდუქტი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს პროდუქტის შეცვლა, ფასის შემცირება ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
• პროდუქტის შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს პროდუქტის უსასყიდლოდ შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, პროდუქტის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს. ან პროდუქტი უკვე გამოყენებულია.
• პროდუქტი შეცვლილი უნდა იქნეს 14 დღის ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება პროდუქტის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს პროდუქტი შეიძინა.
• პროდუქტის უსასყიდლოდ შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა პროდუქტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
• მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს პროდუქტის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა) პროდუქტის შეცვლა შეუძლებელია;
ბ) მოვაჭრემ პროდუქტი 14 დღის ვადაში არ შეცვალა და
მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
გ) მოვაჭრის მიერ პროდუქტის შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას
შეუქმნის.
• მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ პროდუქტის ნაკლი უმნიშვნელოა.
• იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული იქნება შემდეგი პირობები:
ა) პროდუქტის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;
ბ) პროდუქტის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან
შეუსაბამობის ხარისხი;
გ) პროდუქტი ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის
ალტერნატიული შესაძლებლობა.
• მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს ზემოხსენებული უფლებებით, თუ პროდუქტის ნაკლი პროდუქტის მისთვის გადაცემიდან 24 საათის განმავლობაში აღმოჩნდა.
• თუ მომხმარებელმა პროდუქტის ნაკლი პროდუქტის მფლობელობაში მიღებიდან 24 საათის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა პროდუქტის მიწოდებისას, თუ, პროდუქტის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე,
ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა პროდუქტის ნაკლი პროდუქტის მფლობელობაში მიღებიდან 24 საათის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა პროდუქტის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.
მხარეთა პასუხისმგებლობა
• თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს ნაკისრი
ვალდებულებათა სრული, ჯეროვანი და კეთილსინდისიერი შესრულება.
• მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებათა სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ზიანის ანაზღაურება მხარეებს არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან.
შეკვეთის მიღება
• მომხმარებელს ნივთის შეძენა შეუძლია თანხის გადარიცხვით
• (GE95TB7750336010100007) მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვით
• ბარათით გადახდით
• მოვაჭრე, საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მომენტიდან, არაუმეტეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში, ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის შეკვეთის დამუშავება. ნივთის მომხმარებლისთვის მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეკვეთის დამუშავებიდან 2-5 სამუშაო დღეს.
• შეკვეთა დასრულებულად ითვლება ნივთის მომხმარებლისთვის ჩაბარებისთანავე.
• გამყიდველის მხრიდან მომხმარებლისთვის ნივთის მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში შეკვეთა გაუქმდება და კლიენტს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი თანხა.
• მომხმარებელი ვალდებულია, შეკვეთის მიღებისას მოახდინოს მისი ხარისხისა და მახასიათებლების შემოწმება.
მიწოდება
თბილისის მასშტაბით კურიერული მომსახურებით სარგებლობა 50 ლარზე მეტი ოდენობის შეკვეთისას არის უფასო.
რეგიონებში კურიერული მომსახურებით სარგებლობა 100 ლარზე მეტი ოდენობის შეკვეთისას არის უფასო.
დაბრუნების პოლიტიკა
ყოველგვარი საფუძვლის მითითების ხელშეკრულებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული გამონაკლისი
• „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, ამავე კანონის მე-14 მუხლით დადგენილი გამონაკლისების გარდა,
მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი
დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14
კალენდარული დღის განმავლობაში.
• ეს ვადა აითვლება: ა) მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში − ხელშეკრულების დადებიდან; ბ) ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული
მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) პროდუქტის მფლობელობაში მიღებიდან;
გ) მომხმარებლის მიერ პროდუქტის ნაწილ- ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის
მიერ (გარდა გადამზიდავისა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან;
დ) პროდუქტის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან.
დაბრუნების პირობები
• მომხმარებელს უფლება აქვს ნივთის ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში დააფიქსიროს მოთხოვნა შეძენილი ნივთის უკან დაბრუნების თაობაზე. ვადა აითვლება მომხმარებლისთვის ნივთის მფლობელობაში გადაცემის მომენტიდან. ამ ვადის გასვლასთან ერთად,
მომხმარებელი კარგავს ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას. აღნიშნული
მოთხოვნის სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია შეავსოს ნივთის დაბრუნების
ფორმა (იხ. ჩვენს ვებ-გვერდზე https://saponi.ge/contact-us/ ან მოთხოვნა გადმოგზავნოს შემდეგ
ელ-ფოსტაზე: info@saponi.ge
• ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:
ა) მოვაჭრეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს პროდუქტი
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა;
ბ) გასწიოს პროდუქტის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი.
• იმ შემთხვევაში, თუ ნივთის მახასიათებლები არ შეესაბამება საიტზე მითითებულ მონაცემებს ან ნივთი დაზიანებულია ტრანსპორტირების შედეგად,
პროდუქციის უკან დაბრუნებას უზრუნველყოფს მოვაჭრე თავისი რესურსით.
• მომხმარებელი ვალდებულია სრულად დააბრუნოს ნივთი.
• მოვაჭრე ვალდებულია ნივთის უკან დაბრუნების შეტყობინების მიღებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში, უკან დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა. მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ პროდუქტს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს პროდუქტის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება.
• თანხის ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს.
• მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
• ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ.
ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე ხელშეკრულებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული გამონაკლისი
• მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას იმ პროდუქტზე ან მომსახურებაზე, რომლის ფასი 30 ლარს არ აღემატება.
• მომხმარებელს არ აქვს უფლება უარი თქვას იმ პროდუქტზე, რომელსაც დარღვეული აქვს პირვანდელი შეფუთვა ან/და არის უკვე გამოყენებული
ფორს–მაჟორი
• არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს ნაკისრი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისთვის, თუ შეუსრულებლობა გამოწვეულია სტიქიური და ტექნოლოგიური კატასტროფებით, ხანძრით, საომარი მოქმედებით, სამთავრობო გადაწყვეტილებებით,
სოციალური აფეთქებებით და ეს მოვლენები დაიწყო ან განვითარდა შეკვეთის შეძენის შემდეგ.
• თუ ჩამოთვლილი გარემოებებიდან უშუალოდ რომელიმე მოქმედებს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების წინამდებარე სამომხმარებლო წესებისა და პირობებით განსაზღვრული შესრულების ვადაზე, ეს ვადა გაგრძელდება დაუძლეველი ძალის გარემოების მოქმედების ხანგრძლივობის შესაბამისად.
• მხარე, რომელსაც წამოეჭრა დაუძლეველი ძალის გარემოება, ვალდებულია ასეთი გარემოების, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და შეწყვეტის შესახებ შეატყობინოს მეორე მხარეს.
• შეტყობინებაში ასახული ფაქტები დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი რეგიონის: სავაჭრო, სამრეწველო, ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.
• არშეტყობინება ან დაგვიანებით შეტყობინება უფლებას ართმევს მხარეს, გამოიყენოს ზემოთ მოყვანილი დაუძლეველი ძალის მოვლენები პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძვლად.
უკან დაბრუნების შემთხვევაში ქვემოთ მოცემული განცხადების ფორმატით შეავსეთ დოკუმენტი და გამოგვიგზავნეთ ფეისბუქ გვერდის პირად შეტყობინებაში ან მეილზე info@saponi.ge
ინდ.მეწარმე იამზე ქამუშაძე „Katrin” - ხელნაკეთი საპონი და თავის მოვლის საშუალებების (ს/კ 60001038859) დირექტორს
სახელი გვარი: იამზე ქამუშაძეს
ტელ: 595330074;
განცხადება
(პროდუქტის უკან დაბრუნების შესახებ)
გთხოვთ, დაიბრუნოთ ჩემ მიერ (შეკვეთის თარიღი) შეძენილი (დასახელება).
ხელმოწერა
თარიღი
პერსონალური მონაცემების დაცვისა და დამუშავების შესახებ
1. პერსონალური ინფორმაცია
საიტი თავისი საქმიანობის დროს ვალდებულია დაიცვას მომხმარებლის პირადი მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად.
ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პერსონალურ ინფორმაციას ვამუშავებთ და ვიყენებთ იმისთვის რომ მუდმივად გავაუმჯობესოთ და გავამარტივოთ ჩვენი მომსახურება:
▪ ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდით თავად – ჩვენ ვიღებთ და ვინახავთ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდით ინტერნეტ მაღაზიაში ან სხვა საშუალებით. თქვენ შეგიძლიათ არ მოგვაწოდოთ ესა თუ ის ინფორმაცია, თუმცა ამ შემთხვევაში, ვერ ისარგებლებთ იმ უპირატესობებით, რომელი უპირატესობების სარგებლობისათვის აუცილებელია ესა თუ ის ინფორმაცია, მაგალითად, თუ არ გვეცოდინება თქვენი მისამართი, ვერ შევძლებთ პროდუქტის მოწოდებას და ვერ დავითვლით ტრანსპორტირების ფასს, მისამართის შესახებ ინფორმაციის მოწოდებამდე.
▪ ავტომატურად მოწოდებული ინფორმაცია – ჩვენ ვინახავთ და ვიყენებთ თქვენი ინტერნეტ ბრაუზერის მიერ ავტომატურად მოწოდებულ ინფორმაციას, როგორიცაა ‘cookies’-ს.
Cookies ფაილები არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც, ჩვენს ვებ-გვერდზე შემოსვლისას, შეინახება თქვენს კომპიუტერში, პლანშეტში, მობილურ ტელეფონსა თუ სხვა ელექტრონულ მოწყობილობაში. ეს ფაილები არ წარმოადგენს საფრთხეს არც თქვენი კომპიუტერისა თუ სხვა მოწყობილობისთვის და არც თქვენი უსაფრთხოებისთვის. როდესაც შედიხართ ჩვენს ვებსაიტზე, ქუქი-ფაილები საშუალებას აძლევს ვებსაიტს უკეთ მოგერგოთ თქვენ.
▪ ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი – ელექტრონული კომუნიკაციების სრულყოფის მიზნით, აუცილებელია საკონტაქტო წყაროდ გამოვიყენოთ ელ.ფოსტა და ტელეფონის ნომერი რათა დავრწმუნდეთ რომ თქვენ მიიღეთ ჩვენი წერილი და გაეცანით მას.
▪ სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია – ჩვენ ასევე შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ სხვა წყაროებიდან, და ეს ინფორმაცია ჩავამატოთ თქვენ შესახებ ინფორმაციაში. მაგალითად, თუ თქვენ გამოიყენებთ Facebook-ით ავტორიზაციას, მაშინ ჩვენ შეიძლება ავტომატურად ავიღოთ Facebook-ის მიერ ღიად მოწოდებული ინფორმაცია (ელ.ფოსტა, სახელი, გვარი) თქვენ შესახებ.
თუ გსურთ, რომ უფრო მეტი გაიგოთ ქუქი-ფაილების შესახებ, აღნიშნულის თაობაზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტსივრცეში.
2. აუცილებელი მინიმალური ინფორმაციის გადაცემა მომსახურების მომწოდებელ მესამე პირზე
მომწოდებელ მესამე პირზე მისი საქმიანობის განხორციელებისათვის და მომხმარებლისათვის სრულყოფილი სერვისის მიწოდების მიზნით, ‘საიტი’ სარგებლობს სხვა კომპანიების საბანკო და საკურიერო სერვისებით. ამ შემთხვევაში,საიტი, აუცილებელ პერსონალურ ინფორმაციას (ტვირთის მიმღები პირის სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი, შეკვეთის ერთჯერადი კოდი, შეკვეთის თარიღი თუ სხვა) აწვდის მესამე პირს და /ან პირებს.
▪ ბიზნესის განვითარება – ჩვენი კომპანია მუდმივად განვითარებადი კომპანიაა, შესაბამისად ჩვენ შეიძლება წამოვიწყოთ ახალი სახის საქმიანობა, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენ შესახებ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია ჩვენი ახალი ბიზნეს ინტერესებისათვის.
▪ თქვენი ნებართვით – თუ ჩვენ განვიზრახავთ თქვენ შესახებ ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემას (გარდა ზემოთაღნიშნული შემთხვევებისა) ამის შესახებ ჩვენ წერილობით გაცნობებთ და მხოლოდ თქვენი დასტურის მიღების შემდეგ გადავცემთ ინფორმაციას მესამე პირს.
3. მომხმარებლის პასუხისმგებლობა საკუთარი ინფორმაციის დაცვაზე
მომხმარებელი თვითონაა პასუხისმგებელი თავის ანგარიშზე და მასთან სხვა პიროვნებების წვდომაზე. მოვაჭრე არ ვაგებთ პასუხს არაუფლებამოსილი პირის მიერ თქვენი მომხმარებლის გვერდის გამოყენების შედეგად დამდგარ ნებისმიერი ტიპის ზიანზე.
ჩვენი რეკომენდაციაა რომ ყოველთვის გამოიყენოთ ანგარიშის გვერდიდან გასვლის ფუნქცია, როდესაც ტოვებთ მოწყობილობას ყურადღების მიღმა.
იმ შემთხვევაში თუ დაკარგავთ თქვენს ანგარიშზე წვდომას ან მოხდება მისი გამოყენება თქვენი ნებართვის გარეშე, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მოგვმართოთ რათა შევძლოთ შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მიღება.
4. მომხმარებლის წვდომა საკუთარ მონაცემებთან
როგორც რეგისტრირებულ მომხმარებელს, ნებისმიერ დროს გაქვთ საშუალება შეცვალოთ, შეასწოროთ ან დაამატოთ თქვენს ანგარიშში არსებული ინფორმაცია.
იმ შემთხვევაში თუ გსურთ თქვენი ანგარიშის გაუქმება უნდა მოგვმართოთ მოთხოვნით ელ.ფოსტაზე. გაითვალისწინეთ რომ თქვენი ანგარიშის გაუქმების მიუხედავად ანგარიშის მონაცემები არ იშლება და რჩება საიტის სისტემაში კონფიდენციალურობის დაცვის გარანტიით.